კრემლის სპიკერს, დიმიტრი პესკოვს მიაჩნია, რომ ბოლო წლებში დოლარის პრესტიჟი "საკმაოდ შეირყა" და ასეთ სიტუაციაში "ერთადერთი ალტერნატივა ეროვნული ვალუტის გამოყენების გაფართოებაა".
როგორც პეკოვმა თქვა, მინისტრთა კაბინეტი მუშაობს სხვა ქვეყნებთან ანგარიშსწორებაში ეროვნული ვალუტების გამოყენების გაფართოებაზე.
"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, მაგალითად, დოლარის, როგორც მთავარი მსოფლიო სარეზერვო ვალუტის პრესტიჟი ბოლო წლებში საკმაოდ შეირყა, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული ვალუტების მიმართ კი ნდობა ახლაც არ არის უმაღლეს დონეზე, ამ პროცესებიც ერთადერთი და გარდაუვალი ალტერნატივა ეროვნული ვალუტების გამოყენების პრაქტიკის გაფართოება", - ამბობს ის.